Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

როგორ გავმართოთ შრიფტის ფაილი სისტემურად?

3 months ago

517

ფონტის ფაილის ფორმატი

 

 

TTF - TrueType format – შემუშავდა  Apple და  Microsoft კომპანიების მიერ 1980 წელს. იყენებს კვადრატულ მრუდებს (quadratic Bézier curves), რის გამოც კონტური ნაკლებად მოქნილია და მეტი წერილის დასმაა საჭირო. მხარს არ უჭერს opentype ფუნქციებს (ლიგრატურები, ალტერნატივები და ა.შ.). უფრო მარტივია და უფრო ფართო მხარდაჭერა აქვს სხვადასხვა სისტემაში, მათ შორის, უფრო ძველ სისტემებში და აპლიკაციებში. 

 

OTF - OpenType format – შემუშავდა Adobe და  Microsoft კომპანიების მიერ, როგორც TTF ფორმატის გაუმჯობესებული ვერსია. იყენებს კუბურ მრუდებს (cubic Bézier curves), რაც მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს. მხარს უჭერს opentype ფუნქციებს. უფრო უნივერსალურია, რადგან შეიძლება მოიცავდეს TrueType კონტურებსაც. 

 

WOFF/WOFF2 – Web Open Font Format. შეიმუშავა Mozilla კომპანიამ ვებ საიტებისთვის. წარმოადგენს TTF და OTF ფორმატების შეკუმშულ (კომპრესირებულ) ვერსიას. შეკუმშვა უზრუნველყოფს საიტის უფრო სწრაფი ჩატვირთვის ოპიმიზირებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის გამოცდილების (user experience) და საძიებო სისტემის ოტიმიზაციის (SEO) თვალსაზრისით. WOFF2 წარმოადგენს WOFF ფორმატის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც უზრუნველყოფს 20-30%-ით უკეთეს შეკუმშვას, თუმცა ზოგიერთ ვებ ბრაუზერზე შესაძლოა არ ჰქონდეს მხარდაჭერა, განსხვავებით WOFF-ისგან, რომელიც ყველა თანამედროვე ბრაუზერს ერგება. 

ამჟამად საიტზე ამ ფორმატის ფაილის ატვირთვა არაა შესაძლებელი. 

 

აილში სწორად გაწერილი ფონტის წონის და სტილების სახელები 

 

 

  1. ფონტის ოჯახის სახელი - უნდა მეორდებოდეს ოჯახში შემავალ ყველა ფონტში. 

  2. სწორად მითითებული სტილი - სტილი წარმოადგენს ვიზუალურ ვარიაციებს, რომლებიც არაა დამოკიდებული წონაზე. გავრცელებული სტილები: Italic, Condensed, Expanded, Small Caps, Monospace.

  1. სწორად მითითებული წონა - ასახავს შტრიხის სისქეს. მაგალითად: Light, Regular, Medium, Bold, ExtraBold და ა.შ. წონებს აქვთ ციფრობრივი მაჩვენებელიც: Light - 300, Regular - 400, Medium - 500, Bold - 700, ExtraBold - 800 და ა.შ.

  1. ფონტის სრული სახელი შედგება ოჯახის, წონის და სტილის სახელისგან. მაგ.: Myriad Variable - Bold Condensed.

 

Fontlab:

ფაილის სახელის გაწერა შეგიძლიათ: Font Info (File > Font Info or Cmd + I)  >  Names 

დეტალური გაიდლაინი: ლინკი

Glyphs:

ფაილის სახელის გაწერა შეგიძლიათ: Font Info (Cmd + I)  >  Font  > Family Name

მასტერის სახელის გაწერა: Font Info (Cmd + I)  >  Masters  > Master Name

სტილების სახელის გაწერა : Font Info (Cmd + I)  >  Exports  > Style Name

დეტალური გაიდლაინი: ლინკი

 

ფონტის მეტადატა შევსებული

 

 

  1. ინფორმაცია ფონტის ავტორზე:

მითითებული უნდა იყოს დიზაინერის/დიზაინერების სახელი, კომპანიის სახელი და ა.შ.

Fontlab:

Font Info (File > Font Info or Cmd + I)  >  Creator

Glyphs:

Font Info (Cmd + I)  >  Font > (+) General > Designer, Designer URL 

 

  1. ინფორმაცია საავტორო უფლებებზე, ლიცენზიის სახეზე. 

მითითებული უნდა იყოს საავტორო უფლება - Copyright. (მაგ. Copyright 2015 Google Inc. All Rights Reserved.) და ლიცენზია (License)

 

Fontlab:

Font Info (File > Font Info or Cmd + I)  >  Legal  >  Copyright, License

Glyphs:

Font Info (Cmd + I)  >  Font > (+) General > Copyright, Licence, Licence URL

 

 

ფონტი გამართულად უნდა მუშაობდეს MacOS და Windows სისტემებზე. არ უნდა ჰქონდეს პრობლემა Adobe-სა და Microsoft-ის პროგრამებში 

 

ფონტის ფაილის ექსპორტირების შემდეგ საჭიროა მისი გამართული მუშაობის შემოწმება MacOS და Windows სისტემებზე: 

ტესტირება Adobe პროგრამებზე: Adobe Illustrator, Photoshop, InDesign:

  • ფონტის სახელები სწორად უნდა ჩანდეს ფონტის მენიუში. 

  • ზომის, წონის, სტილების ცვლილება სწორად ხდება.

  • თუ ფონტს აქვს uppercase, მთავრული ასოები, გამართულად უნდა მუშაობდეს (All caps ფუნქცია).

ტესტირება Microsoft Office პროგრამებზე: Microsoft Word, PowerPoint, Excel:

  • ფონტის სახელები სწორად უნდა ჩანდეს ფონტის მენიუში.

  • ზომის, წონის, სტილების ცვლილება სწორად ხდება. მუშაობს Bold, Italic, Underline ფუნქციები.  

 

opentype ფუნქციების გამართული მუშაობა 

 

 

OpenType ფუნქციები გულისხმობენ გაფართოებულ ტიპოგრაფიულ ფუნქციებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან ავტომატურად შეცვალონ გლიფები, ტექსტის ვიზუალური მხარის თუ კითხვადობის გაუმჯობესების მიზნით. გავრცელებული OpenType ფუნქციებია: ლიგატურები (გადაბმები), კონტესტური ალტერნატივები (აკორექტირებს გლიფების ფორმებს მათი განლაგებიდან გამომდინარე), სტილისტური ალტერნატივები (საშუალებას იძლევა აირჩიო სიმბოლოს სხვა ვიზუალური ვარიანტები) და ა.შ. 

თუ ფონტს აქვს opentype ფუნქციები, გამართულად უნდა მუშაობდეს MacOS და Windows სისტემების აპლიკაციებში. 

შეამოწმეთ ფუნქციების გამართული მუშაობა ფონტის ფაილში, Adobe და Microsoft Office პროგრამებში. 

 

Fontlab:

ფონტლაბში opentype ფუნქციების მართვა ხდება Features პანელიდან:

Window > Panels > Features.

+ ღილაკით უნდა დაემატოს ფონტში არსებული opentype ფუნქციები (liga, calt, case და ა.შ.)

დეტალური გაიდლაინი: ლინკი

Glyphs:

File  >  Font Info (Cmd + I)  >  Features.

+ ღილაკით უნდა დაემატოს ფონტში არსებული opentype ფუნქციები (liga, calt, case და ა.შ.)

დეტალური გაიდლაინი: ლნკი1, ლინკი2, ლინკი3, ლინკი4

 

 

გამართული სფეისინგი და კერნინგი

 

 

Spacing - ფიქსირებული სივრცეა გლიფის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ის განსაზღვრავს მანძილს გლიფსა და სხვა დანარჩენ სიმბოლოებს შორის. 

Kerning - ორ გლიფს შორის ინტერვალის ხელით ცვლილება ტექსტის ვიზუალური აღქმის  გასაუმჯობესებლად. 

სფეისინგის და კერნინგის გამართვა გულისხმობს გლიფებს შორის მანძილების დაბალანსებას. არ უნდა იყოს ზედმეტად დიდი სივრცე გლიფებს შორის ან ერთმანეთზე გადადებული გლიფები. ტექსტი უნდა აღიქმებოდეს ერთიანად (განსაკუთრებით ტექსტის და სასათაურე შრიფტებში). ფონტი სწორად მუშაობს Adobe და Microsoft პროგრამებში.

 

 

სწორად გაწერილი ვერტიკალური მეტრიკები

 

 

ვერტიკალური მეტრიკები უზრუნველყოფს ტექსტის სწორ განლაგებას ვერტიკალურ სივრცეში.

ფონტში სწორად უნდა იყოს განსაზღვრული:

სტრიქონის ხაზი (Baseline) –   წარმოსახვითი ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც გადის სიმბოლოების ქვედა კიდეზე, ზედა და ქვედა გამოტანითი ელემენტების (ascender & descender) ჩაუთვლელად. დაყენება არ სჭირდება. სიმბოლოები გასწორებული უნდა იყოს სტრიქონის ხაზზე. 

ascender - ზედა გამოტანითი ელემენტი - სიმბოლოს ნაწილი, რომელიც  x –height -ის ზემოთაა. აღნიშნავს ქვედა რეგისტრის სიმბოლოების (lowercase) სიმაღლეს. მეტრიკებში ამ ხაზით განისაზღვრება ფონტის ყველა გლიფის მაქსიმალური სიმაღლე. 

descender - ქვედა გამოტანითი ელემენტი - სიმბოლოს ნაწილი,რომელიც  x –height -ის ქვემოთაა. ამ ხაზით განისაზღვრება ფონტის ყველა გლიფის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

Cap Height - ზედა რეგისტრის ასოების სიმაღლე. (Typeface.ge-ს რეკომენდაცია: როგორც წესი, ascender არის cap height-ზე მაღალი, შეიგიძლიათ გამოიყენოთ ქართული მხედრულის და მთავრულის მიმართებაშიც)

გამყოფი სივრცე (Line Gap) - დამატებითი სივრცე სტრიქონებს შორის. 

სწორად გაწერილი ვერტიკალური მეტრიკები გულისხმობს: სიმბოლოები გასწორებულია სტრიქონის ხაზზე.  Ascender და Descender გათვალისწინებულია ყველა გლიფში. სტრიქონებს შორის მანძილი (Leading) სწორად ჩანს პროგრამებში. სტრიქონების გამყოფი სივრცე სწორადაა დაყენებული - სტრიქონები არ ფარავს/ეჯახება ერთმანეთს, არაა ზედმეტად დიდი დაშორება.

 

ვერტიკალური მეტრიკები შეგიძლიათ დააყენოთ:

Fontlab:

Font Info (File > Font Info or Cmd + I)  >  Family Dimensions

Font Info (File > Font Info or Cmd + I)  >  Font Dimensions

Glyphs:

Font Info (Cmd + I)  >  Masters

ასევე სასურველია ვერტიკალური მეტრიკები გაწერილი იყოს ყველა მასტერის Custom Parameters- ში: Font Info (Cmd + I)  >  Masters > (+) Custom Parameters

დეტალური გაიდლაინი: ლინკი

 

 

ჰინთინგი

 

 

ჰინთინგი - არის ფონტში ინსტრუქციების დამატების პროცესი, პიქსელების განლაგების ოპტიმიზირება, რომელიც აუმჯობესებს გლიფების გარჩევადობას დაბალი რეზოლუციის ეკრანებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექსტის შრიფტებისთვის. 

ჰინთინგი შეიძლება იყოს ავტომატური ან გაკეთდეს ხელით.  (მითითება: ზედმეტი წერტილების გარეშე, უკიდურესი წერტილები (extreme points)  თავის ადგილას - მნიშვნელოვანია ჰინთინგისთვის). ფონტის კარგი რენდერინგისთვის ფონტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სწორად გაკეთებული აუტოჰინთინგი.

 

ავტომატური ჰინთინგი შესაძლებელია დაყენდეს პროგრამებში: 

Fontlab:

მონიშნეთ ყველა გლიფი  >  Tools >  Hints >  Autohint

Glyphs:

Font Info (Cmd + I)  >  Other Settings > Auto-hint

 

 

სუფთად აგებული დიზაინი

 

 

 - სიმბოლო უნდა იყოს ზედმეტი (უფუნქციო) წერტილების გარეშე, თუ ამას არ მოითხოვს დიზაინი. ზედმეტი წერილები ტვირთავს ფონტის ფაილს და ჰინთინგს ართულებს. სასურველია სიმბოლოს კონტურზე დასმული წერტილების რაოდენობა იყოს მინიმალური.

-  extreme points (უკიდურესი წერტილები) თავის ადგილას უნდა იყოს განლაგებული: ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა.  წერტილების სწორი განლაგება უზრუნველყოფს სწორ ჰინთინგს, ამარტივებს სიმბოლოს შემდგომში რედაქტირებას, ვარიაბელურ ფონტებში იცავს ფორმებს დეფორმაციისგან. 

 

Fontlab:

1. უკიდურესი წერტილები შეიძლება დაემატოს ხელით: 

Shift + Ctrl + Alt  და იმ მრუდზე დააჭირეთ მაუსი, რომელზეც გინდათ დამატება. 

2. ოთხივე წერტილის ერთდროულად დამატება: მონიშნეთ გლიფი > Contour >  nodes at Extremes  

3. ზედმეტი წერტილების მოშორება და უკიდურესი წერტილების დამატება ერთდროულად შეიძლება კონტურის გამარტივებით: 

მონიშნეთ მთლიანი გლიფი (შესაძლებელია ყველა გლიფის ერთად მონიშვნაც)   >  Contour  >  simplify

დეტალური გაიდლაინი: ლინკი

Glyphs:

უკიდურესი წერტილების დასამატებლად: მონიშნეთ გლიფი > Path > Add Extremes  (ოთხივე მხარეს ავტომატურად დაისმება უკიდურესი წერტილი).

დეტალური გაიდლაინი: ლინკი

რეკომენდაციები კონტურის სუფთად ასაგებად: ლინკი

 Facebook     Instagram 

1 month ago

მერაბ გეწაძე — ქართული ტიპოგრაფიის როლი შრიფტების გლობალურ კონკურსებში

მერაბ გეწაძე გიამბობთ შრიფტის საერთაშორისო კონკურსებსა და ქართული შრიფტის დიზაინის სფეროზე

1 month ago

შრიფტის სახეობები

რა სახეობის შრიფტები არსებობს? გაეცანით შრიფტების ძირითად ჯგუფებს და ქართულ მაგალითებს

1 month ago

“Many Faces One Type” - A font created at a workshop on Touch RGB festival

This year, Typeface.ge visited the digital design festival of Touch Platform. Learn more about the Keynote presentation and a font collaboratively created during the Workshop session

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode