Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Decorative font

*ფონტის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო კრიტერიუმები შემუშავებულია TYPEFACE.GE-ს მიერ, არსებული ფონტების დიზაინის პრინციპებისა და დღეს არსებული ფონტების ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, რათა ხელი შეეწყოს ხარისხიანი ფონტების შექმნას.

01. სრული გარნიტური

მოიცავს საბაზისო სიმბოლოების ნაკრებს

ქართული მხედრული:

აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ

დ/აქ

ქართული მთავრული:

ᲐᲑᲒᲓᲔᲕᲖᲗᲘᲙᲚᲛᲜᲝᲞᲟᲠᲡᲢᲣᲤᲥᲦᲧᲨᲩᲪᲫᲬᲭᲮᲯᲰ

ციფრები, პუნქტუაცია და სპეციალური სიმბოლოები:

0123456789

₾ $ €

_-!?.*#/\—()[]{}""''«»@&%+=<>^%

სასურველი, არასავალდებულო:

საბაზისო ლათინური:

ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ

abcdefghijklmnopqrstuvwxyz

02. სრული UNICODE სტანდარტით

ყველა სიმბოლოს კოდი შეესაბამება UNICODE-ში ამ სიმბოლოსთვის მინიჭებულ კოდს

საბაზისო სიმბოლოების ნაკრები მოიცავს:

GEORGIAN BASIC LATIN (ASCII) (საბაზისო ნიშნები)

სასურველი, არასავალდებული:

Basic Latin (ASCII) ლათინური GEORGIAN EXTENDED მთავრული სიმბოლოები

UNICODE-ში ნებისმიერი სიმბოლოსთვის მინიჭებული კოდის შემოწმება შესაძლებელია საიტზე:

WWW.UNICODE.ORG/CHARTS/

03. სისტემურად სწორად გამართული ფაილი

ფორმატი:

TTF/OTF

ფაილში სწორად განსაზღვრული ფონტის და სტილების სახელები

(LIGHT, REGULAR, BOLD, ITALIC ...)

ფონტის მეტადატა შევსებული

(საავტორო, ლიცენზიის და დიზაინერის ინფორმაცია)

ფონტი გამართულად უნდა მუშაობდეს MACOS და WINDOWS სისტემებზე

არ უნდა მოხდეს პრობლემა ADOBE-სა და MICROSOFT-ის პროგრამებში

თუ OPENTYPE ფუნქციები აქვს ფონტს, საჭიროა გამართული მუშაობა

(ლიგატურები, კონტექსტური ალტერნატივები, სტილისტური ალტერნატივები...)

გამართული სფეისინგი და კერნინგი

სწორად მითითებული ვერტიკალური მეტრიკები (სწორად გაწერილი ვერტიკალური მეტრიკები გულისხმობს:

სიმბოლოები სასურველია განაწილებული იყოს სტანდარტულ ბადეზე, თუმცა ეს არ ეხება შემთხვევებს, როცა სიმბოლოთა უსწორმასწორო განლაგება შრიფტის დიზაინის ნაწილია. სტრიმენტების მიხედვით (LEADING) სტანდარტს რაც შეიძლება მიჰყვეს. სტრიმენტების გამყოფი სივრცის ოდენობა თანაბარი უნდა იყოს — სტრიმენტები არ ფარავს/გადაფარავს ერთმანეთს.

ფონტის ფაილის სისტემურად სწორად გამართვის დეტალურ ინსტრუქციას გაეცანით სტატიაში:

სტატიის ნახვა

04. სწორად აგებული დიზაინი

  • ზედმეტი (უფუნქციო) წერტილებისგან გათავისუფლებული, თუ ამას არ მოითხოვს დიზაინი.
  • უკიდურესი წერტილები (EXTREME POINTS) სწორად აღნიშნული: ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა (მნიშვნელოვანია კონსისტენციისთვის)

05. მხედრული და მთავრული ერთ ფონტის ფაილში მოთავსებული

  • შესაძლებელია ფონტს ქონდეს მხოლოდ მთავრული, მხედრული, ნუსხური ან ასომთავრული
  • თუ ერთ ფონტს აქვს როგორც მხედრული, ისე მთავრული ვარიანტი — ორივე ერთ ფონტის ფაილში უნდა იყოს მოთავსებული.
  • თუ ერთ ფონტს აქვს ოთხივე ქართული დამწერლობა (მხედრული/ მთავრული/ ასომთავრული/ ნუსხური) — ერთი ფონტის ფაილში ერთად უნდა მოთავსდეს.

    შენიშვნა: საიტს დაემატა ახალი ქართული კლავიატურა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ყველა ქართული სიმბოლოს ჩაწერა: მხედრული, მთავრული, ასომთავრული, ნუსხური. ამისთვის სიმბოლოების კოდები უნდა შეესაბამებოდეს UNICODE-ის სტანდარტს. კლავიატურას აქვს WINDOWS და MACOS ვერსიები, ორივე მათგანის გადმოწერა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: WWW.TYPEFACE.GE/KA/KEYBOARD

06. უფლებრივად სუფთა შრიფტი

* დიზაინერი იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი შრიფტის საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებები ეკუთვნის მას და/ან აქვს შესაბამისი ნებართვა ამ უფლებების გამოსაყენებლად.

კრიტერიუმების ჩამოსატვირთად დააჭირეთ ჩამოტვირთვის ღილაკს

ჩამოტვირთვა

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode