Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

კალიგრაფიული შრიფტი

*ფონტის ტექნიკური გამართულობის საბაზისო კრიტერიუმები შემუშავებულია Typeface.ge-ს მიერ გამოცდილ ფონტის დიზაინერებთან კონსულტაციის შედეგად. კრიტერიუმების მიზანია დავეხმაროთ დიზაინერებს თავიანთი ფონტების ტექნიკურად გამართვაში და მაღალი ხარისხის ფონტების წარმოებაში.

01. სრული გარნიტური

მოიცავს საბაზისო სიმბოლოების ნაკრებს

ქართული მხედრული:

აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ

დ/აქ

ქართული მთავრული:

ᲐᲑᲒᲓᲔᲕᲖᲗᲘᲙᲚᲛᲜᲝᲞᲟᲠᲡᲢᲣᲤᲥᲦᲧᲨᲩᲪᲫᲬᲭᲮᲯᲰ

ციფრები, პუნქტუაცია და სპეციალური სიმბოლოები:

0123456789

$€₾

_-!?.*#/\—()[]{}""''«»@&%+=<>^%

სასურველი, არასავალდებულო:

საბაზისო ლათინური:

ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ

abcdefghijklmnopqrstuvwxyz

02. სრული UNICODE სტანდარტით

ყველა სიმბოლოს კოდი შეესაბამება UNICODE-ში ამ სიმბოლოსთვის მინიჭებულ კოდს

საბაზისო სიმბოლოების ნაკრები მოიცავს:

GEORGIAN BASIC LATIN (ASCII) (საბაზისო ნიშნები)

სასურველი, არასავალდებული:

Basic Latin (ASCII) ლათინური GEORGIAN EXTENDED მთავრული სიმბოლოები

UNICODE-ში ნებისმიერი სიმბოლოსთვის მინიჭებული კოდის შემოწმება შესაძლებელია საიტზე:

WWW.UNICODE.ORG/CHARTS/

03. სისტემურად სწორად გამართული ფაილი

ფორმატი:

TTF/OTF

ფაილში სწორად განსაზღვრული ფონტის და სტილების სახელები

(LIGHT, REGULAR, BOLD, ITALIC ...)

ფონტის მეტადატა შევსებული

(საავტორო, ლიცენზიის და დიზაინერის ინფორმაცია)

ფონტი გამართულად უნდა მუშაობდეს MACOS და WINDOWS სისტემებზე

არ უნდა მოხდეს პრობლემა ADOBE-სა და MICROSOFT-ის პროგრამებში

თუ OPENTYPE ფუნქციები აქვს ფონტს, საჭიროა გამართული მუშაობა

(ლიგატურები, კონტექსტური ალტერნატივები, სტილისტური ალტერნატივები...)

გამართული სფეისინგი და კერნინგი

ფონტის ფაილის სისტემურად სწორად გასამართვის დეტალურ სახელმძღვანელოს შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში:

სიმბოლოები სასურველია გასწორებული იყოს სტრიქონის ხაზზე. გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიმბოლოთა უსწორმასწორო განლაგება შრიფტის დიზაინის ნაწილია. სტრიქონებს შორის მანძილი (Leading) სწორად ჩანს პროგრამებში. სტრიქონების გამყოფი სივრცე სწორადაა დაყენებული - სტრიქონები არ ფარავს/ეჯახება ერთმანეთს, არაა ზედმეტად დიდი დაშორება.)

ფონტის ფაილის სისტემურად სწორად გამართვის დეტალურ ინსტრუქციას გაეცანით სტატიაში:

სტატიის ნახვა

04. სწორად აგებული დიზაინი

  • ზედმეტი (უფუნქციო) წერტილების გარეშე, თუ ამას არ მოითხოვს დიზაინი.
  • უკიდურესი წერტილები (extreme points) თავის ადგილას: ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა (მნიშვნელოვანია ჰინთინგისთვის)

05. მხედრული და მთავრული ერთ ფონტის ფაილში მოთავსებული

  • შესაძლებელია ფონტს ქონდეს მხოლოდ მთავრული, მხედრული, ნუსხური ან ასომთავრული.
  • თუ ერთ ფონტს აქვს როგორც მხედრული, ისე მთავრული ვარიანტი - ორივე ერთ ფონტის ფაილში უნდა იყოს მოქცეული.
  • თუ ერთ ფონტს აქვს ერთზე მეტი ქართული ანბანი (მხედრული/ მთავრული/ასომთავრული/ნუსხური) - ერთ ფონტის ფაილში უნდა იყოს მოქცეული.

    შენიშვნა: საიტს დაემატა ახალი ქართული კლავიატურა. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველა ქართული სიმბოლოს აკრეფა: მხედრული, მთავრული, ასომთავრული, ნუსხური. ამისთვის ყველა სიმბოლოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი UNICODE კოდი. კლავიატურას აქვს Windows და MacOS ვერსიები. ორივე მათგანი შეგიძლიათ გადმოიწეროთ გვერდიდან WWW.TYPEFACE.GE/KA/KEYBOARD

06. უფლებრივად სუფთა შრიფტი

* დიზაინერი იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ წარდგენილი შრიფტის საავტორო და ქონებრივი უფლებები ეკუთვნის მას და/ან აქვს შესაბამისი ნებართვა ამ უფლებების განკარგვისთვის.

კრიტერიუმების ჩამოსატვირთად დააჭირეთ ჩამოტვირთვის ღილაკს

ჩამოტვირთვა

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode