Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Დ,Ლ,Რ - ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲤᲝᲜᲢᲨᲘ

2 hours ago

52

ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ რამოდენიმე ქართული ასოს განსხვავებული ვიზუალის მქონე ალტერნატივები:

 

 

 

ასოების ასეთი ალტერნატიული ვიზუალი არ იყო დამახასიათებელი პირველი ქართული შრიფტებისთვის, ისინი შრიფტში შემოვიდა ხელნაწერიდან მე-20 საუკუნეში და შემდგომში ფეხი გაიდგა უკვე ციფრული შრიფტების ეპოქაში. 



 

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲩᲜᲓᲐ ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲨᲘ ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘ?

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში პეტერბურგში განათლებამიღებული ქართული ახალგაზრდობა დაუბრუნდა საქართველოს „თერგდალეულების“ სახელით.  მათი მიზანი მუდმივი ომებით გაჩანაგებული სამშობლოს განვითარების ახალ გზაზე დაყენება იყო. პირველ რიგში კი მათ ბეჭდვითი სიტყვის განვითარებას და გავრცელებას მიაქციეს ყურადღება.

 

 მაშინდელი თბილისის მოძველებული სტამბები ამისთვის არ გამოდგებოდნენ. ახალგაზრდობისთვის წამოიჭრა ახალი პოლიგრაფიის დაარსების საკითხი. პირველ რიგში კი ახალი შრიფტის შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა.

 

1866 წელს მიხეილ ყიფიანის ნახაზებით ვენაში დამზადდა  შრიფტი, რომელსაც დამზადების ადგილის გამო „ვენური“ ეწოდა. 1950წ.- დან მტკიცედ დაინერგა და „ჩვეულებრივი გარნიტური“ უწოდეს. 

 

 

 

 

ეს იყო ახალი სიტყვა ქართული სასტამბო შრიფტების ისტორიაში, რის გამოც ეს შრიფტი დიდი ხნის განმავლობაში ქართული სასტამბის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

 

 

 

 

XX საუკუნის 30-იან წლებში, როცა პედაგოგიკის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტთან მოეწყო შრიფტის კაბინეტი, დაიწყეს არსებული შრიფტების რედაქტირება/შეკეთება.  

 

იმ პერიოდის შრიფტებს შორის იყო გრიგოლ ტატიშვილის მიერ „ვენური“ შრიფტის მიხედვით შექმნილი „მთაწმინდა“. ინსტიტუტის შრიფტის კაბინეტმა სცადა ამ შრიფტიდან ახალი გარნიტურის შექმნა, რომელშიც 28 ასო უცვლელად დატოვეს, დანარჩენ 6 ასოს სახე შეუცვალეს, დაამსგავსეს ხელნაწერი ასოების ალტერნატიულ ვარიაციებს. 

 

 

 

 

ეს, პირველ რიგში, შრიფტს ხდიდა უფრო ეკონომიურს, იქიდან გამომდინარე, რომ ასოები იკავებდნენ ბევრად ნაკლებ განს. თუმცა ასოების ფორმის ასეთი მკვეთრი ცვლილება არაბუნებრივად და ულამაზოდ ითვლებოდა იმ პერიოდის სტამბაში. ამის მიუხედავად,  მაინც შევიდა ხმარებაში და „შეკეთებული“ დაერქვა.

 

 



შემდეგში, იგივე ტიპის ცდით, ისევ „ვენურის“ გადაკეთებით შეიქმნა შრიფტი „ჩვეულებრივი განიერი შეკეთებული“. ამ შემთხვევაში გადაკეთდა „ვენურის“ 7 ასო. ასევე, დამატებით, ზედა და ქვედა ტანები მთელ ანბანს შეუმოკლეს და შუატანი ოდნავ გაუგანიერეს. ამ შრიფტს დაერქვა „ორჯონიკიძე“. 

 

 

 

 

ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲕᲔᲑᲘ ᲓᲐᲮᲠᲘᲚᲘ ᲡᲢᲘᲚᲘᲡ ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲨᲘ

 

ასეთი გადაკეთებული შრიფტები მოწონებით არ სარგებლობდა, კითხვას ართულებდა, რადგან თვალი მიუჩვეველი იყო ასოების ახალი ფორმების მიმართ. 

 

„„მთაწმინდას“ დაეკარგა მთლიანი სახე. მექანიკურად ჩართული ასოები ანაწყობში „აყვირდნენ“ და შრიფტკასებში (მეტალის შრიფტის დასახარისხებელი თაროები) არევ-დარევა შეიტანეს.“  — ბენო გორდეზიანი

 

 

 

 

თუმცა დროთა განმავლობაში, ეს ასოები მოექცა დახრილ სტილებში (Italic). დახრილი სტილის მთავარი ფუნქცია ხელნაწერის იმიტაციაა, ამიტომ ფონტის დიზაინერებმა ქართული ხელნაწერებიდანვე შემოსული ფორმები ბუნებრივად მიუსადაგეს თავიანთი ფონტების დახრილ სტილებს. 

 

 

 

 

დღეს ასოების ასეთი ფორმა მრავალ ქართულ შრიფტშია გამოყენებლი ძირითადი თუ ალტერნატიული გლიფის სახით, შედარებით ბუნებრივად აღიქმება და კითხვისას სირთულეს აღარ წარმოადგენს.

 

 



 

 

სტატიის ავტორი: 

 

 

   არიამ ჩაჩანიძე

 

 

 Facebook     Instagram 

 

 

1 month ago

პირველი ქართული შრიფტი

გაიცანით პირველი ქართული შრიფტი და წიგნი, რომელიც ამ შრიფტით დაიბეჭდა. 

2 months ago

LS Elva - Thunder Black-ის ინსპირაციით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი

გაიცანით LS Elva — ლუკა სარიშვილის მიერ შექმნილი ახალი ქართული დეკორატიული შრიფტი. 

3 months ago

ციფრები ფონტის დიზაინში

სტატიაში გაიგებ, რა ტიპის ციფრების სეტები არსებობს, როდის გამოიყენება ისინი და როგორ ემატება ეს ვარიანტები ფონტში.

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode