Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Xarafontinator - „ხარახურას“ ექსპერიმენტული ტიპოგრაფია

11 საათის წინ

88

 

 

Xaraxura Press დამოუკიდებელი გამომცემლობა, რიზოგრაფ სტუდია და საზიარო სივრცეა, რომელიც 2023 წელს დაარსდა თბილისში. 

 

მალევე იქცა ღია სივრცედ და ჩამოყალიბდა, როგორც სახელოვნებო კოლექტივი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვანების მხარდაჭერას და ბეჭდური მედიის პოპულარიზაციას. სივრცე ერთდროულად ფუნქციონირებს, როგორც რიზოგრაფიული სახელოსნო და პლატფორმა მცირე ტირაჟიანი პუბლიკაციებისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვისა და საჯარო პროგრამებისთვის. 

 

ბეჭდვასთან ერთად, ხარახურა პერიოდულად აწყობს ღონისძიებებს, იქნება ეს სკეჩინგ შეხვედრები, მოხსენებები, ვორქშოპები თუ ფილმის ჩვენებები. 

 

 



2026 წლის მაისში ჩატარდა ასეთივე ღონისძიება, ექსპერიმენტული ტიპოგრაფიის ვორქშოპი, Vivid Cereal-თან კოლაბორაციით. 

 

ღონისძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა ხარახურას ექსპერიმენტული ტიპოგრაფიის გენერირების ონლაინ ხელსაწყო - xarafontinator-ი.



“ქართული ტიპოგრაფიის გახალისება და გამრავალფეროვნება ის თემაა, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობთ და როდესაც Vivid Cereal-ის წლისთავის/merch sale ღონისძიებაზე ნიკამ (ნიკა ბელსკაია, ანუ Vivid Cereal) რაიმე ვორქშოპის ჩატარება შემოგვთავაზა, ჩავთვალეთ, რომ ტიპოგრაფიის ვორკშოპის ჩასატარებლად იდეალური შესაძლებლობა მოგვეცა.” 

 

 

 

 

ვორკშოპზე შევქმენით თავისუფალი სამუშაო სივრცე, სადაც არც მონაწილეების რაოდენობა იყო შეზღუდული და არც სამუშაო დრო. ნებისმიერ მონაწილეს შეეძლო ან 1 საავტორო ფორტზე ემუშავა მთელი დროის განმავლობაში ან რამდენიმე შრიფტი შეექმნა - მთავარია პროცესისგან სიამოვნება მიეღო.

 

 



xarafontinatorის სწრაფი და მარტივი ტიპოგრაფიული პოსტერის შექმნის ფუნქციაც იმისთვის დავამატეთ, რომ მონაწილეებს უმალვე ჰქონოდათ საკუთარი ან სხვისი შექმნილი ფონტებით ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება და ხელშესახები “შედეგის” მიღება.  გაკეთებულ პოსტერებს ადგილზევე ვბეჭდავდით და ვარიგებდით.“





ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ Xarafontinator? 



Xarafontinator ექსპერიმენტული ვებხელსაწყოა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი შრიფტი, ჩამოტვირთოთ და გამოიყენოთ სხვისი შექმნილი უნიკალური შრიფტები და გამოსცადოთ თქვენი თავი ტიპოგრაფიული პოსტერების შექმნაში. 

 

 



 

„Xarafontinator- ის მთავარი დანიშნულება ტიპოგრაფიის შექმნისგან ფორმალური ბარიერების ჩამოხსნაა (ხშირად სწორედ ფორმალური, ოფიციალური ბარიერების ჩამოშლაა ხარახურაში წამოწყებული მსგავსი პროექტების მთავარი მამოძრავებელი).

 

ვებგვერდის მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს, ტიპოგრაფიასთან და გრაფიკულ დიზაინთან მუშაობის ნებისმიერი გამოცდილებით, შეუძლია შექმნას საკუთარი შრიფტი.”

 

ხელსაწყოს გამოსაყენებლად  შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე:

https://xarafontinator.vercel.app/add



აღსანიშნავია, რომ ვებ ხელსაწყოს შექმნაც ექსპერიმენტის ნაწილია. „ხარახურამ“ ვებგვერდი ხელოვნური ინტელექტის, “Claude”-ს დახმარებით შექმნა.






ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲧᲔᲜᲝᲗ Xarafontinator ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ?

 

„ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲘ” 



 



საიტზე შესვლისას პირველ გვერდზე, „შრიფტების“ სექციაში შეგიძლიათ იხილოთ ყველა შრიფტი, რომელიც xarafontinator-ის დახმარებით შექმნილა. ნემისმიერ შრიფტზე დაჭერისას, იხილავთ შრიფტის ავტორს და‘ჩამოტვირთე’ ღილაკის დახმარებით შეძლებთ მისი .otf ფაილის ჩამოტვირთვას და თქვენი სურვილისამებრ გამოყენებას (თუ შრიფტი თქვენი არაა, არ დაგავიწყდეთ ავტორის მოხსენიება!).




“ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲔ” ᲐᲮᲐᲚᲘ ᲤᲝᲜᲢᲘ



ახალი შრიფტის შესაქმნელად, გადადით ვებ-გვერდის „დაამატე” სექციაში. მიჰყევით გვერდზე მითითებულ ინსტრუქციას: 

 

  • ჩამოტვირთეთ შაბლონი; 

  • ამობეჭდეთ (‘actual size’ ფორმატში, რადგან მნიშვნელოვანია შაბლონის ზუსტი ზომა შენარჩუნდეს);

  • შექმენით საკუთარი შრიფტი (არ გასცდეთ თითოეული ასოს კუთვნილ გრაფას); 

  • დაასკანირეთ QR კოდი ვებ-გვერზე დასაბრუნებლად და ატვირთეთ თქვენი შრიფტის სკანი.

  • შრიფტის დასასკანირებლად, დაჭირეთ „ველოდები სკანს…“ და შემდეგ, Take Photo (ეცადეთ, რომ ფოტოში ფურცლის არც ერთი ნაწილი არ იჭრებოდეს).

  • შესაძლოა, ასატვირთად რამდენიმე ცდა დაგჭირდეთ, არ შეშინდეთ. 

  • სექციაში „სახელი“, ჩაწერეთ შრიფტის სახელი, ხოლო სექციაში „ავტორი“, -  თქვენი სახელი. 

  • ბოლოს, დააჭირეთ ღილაკს  „გააკეთე“ - თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თქვენი შრიფტი ვებგვერდს უკვე დაემატა!

 

 

 



 

ანალოგიურად, თუ პრინტერზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ შაბლონი ციფრულად შეავსოთ. ამ შემთხვევაში, გაივლით იგივე პროცესს. 

 

ერთად-ერთი განსხვავებაა, რომ შევსებულ შაბლონს „ველოდები ფაილს“ სექციაში დაამტებთ, „ველოდები სკანს“ სექციის მაგივრად. ფაილის სექციაშივე ჩაწერთ შრიფტის და ავტორს სახელებს. 




 

ᲨᲔᲥᲛᲔᲜᲘ ᲢᲘᲞᲝᲒᲠᲐᲤᲘᲣᲚᲘ „ᲞᲝᲡᲢᲔᲠᲘ“



ვებ-გვერდის მეორე მთავარი ფუნქცია ტიპოგრაფიული პოსტერების შექმნაა. პოსტერის შესაქმნელად, გადადით სექციაზე „პოსტერი“ და მიᲰყევით გვერდზე მითითებულ ინსტრუქციას. 

 

 



 

პოსტერზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს “შენახვა“. ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილი ყველა პოსტერი ჩამოტვირთვადია. 

 

თქვენი შექმნილი პოსტერი აიტვირთება „გალერია“-ს სექციაში. 






კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ @xaraxura.press! -ს. 

 

„ხარახურა“ გისურვებთ სახალისო ფონტინატორობას! 





 

სტატიის ავტორი: 

 

 

   არიამ ჩაჩანიძე

 

 

 Facebook     Instagram 

 

 

2 კვირის წინ

QWERTY ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲚᲐᲕᲘᲐᲢᲣᲠᲔᲑᲘ

რატომ იყენებს ქართული კლავიატურა QWERTY განლაგებას, როგორ გაჩნდა ეს სტანდარტი და კიდევ რომელი ქართული კლავიატურების გამოყენება შეგვიძლია.

4 კვირის წინ

MS Sabetchdi - ახალი ქართული ფონტი ხელით საბეჭდი მანქანის ესთეტიკით

როგორ შეიქმნა 2026 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფონტი და როგორ აღადგენენ სხვადასხვა ავტორები გასული საუკუნეების შრიფტებს ფონტებად.

1 თვის წინ

Დ,Ლ,Რ - ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲤᲝᲜᲢᲨᲘ

როდის გაჩნდა ქართულ შრიფტში ალტერნატიული ფორმის ასოები და რა ფუნქცია აქვთ დღეს. 

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode