Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Metropolis - ლუკა სარიშვილის ახალი ფონტი

13 საათის წინ

30

 

Metropolis ლუკა სარიშვილის ახალი ქართული სასათაურე ფონტია, რომელიც შექმნილია სათაურებისთვის, პოსტერებისთვის, სარედაქციო დიზაინისა და ვიზუალური იდენტობისთვის.

 

მეტროპოლისი ლუკას პერსონალური შრიფტის დიზაინის პროექტია. მისი შექმნის იდეა რამდენიმე ხელით დახატული ესკიზიდან გაჩნდა.

 

 


 

 

მომრგვალებული და სწორი ფორმების კომბინაცია, რომელიც ქართული დამწერლობისთვისაა დამახასიათებელი, ბუნებრივად ერწყმის სერიფის ელემენტებს. სერიფები კი შრიფტს პოეზიისა და თავისუფლების შეგრძნებას სძენს. 


 

 

 

 

ᲕᲘᲖᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲘᲚᲘ

 

 

Metropolis ვიწრო და მაღალი სტილის კონტრასტული ფონტია. მისი მთავარი მახასიათებელია სხვადასხვა სახის ქიმების (Serif) არსებობა დაბოლოებებზე, რაც ფონტს გამორჩეულ ვიზუალურ ხასიათს ანიჭებს. დინამიური, კლასიკური ფორმები კი დახვეწილ შესახედაობას აძლევს სიმბოლოებს.

 

 


 

 

„პროექტის საწყის ეტაპზე, ძირითადად, ასოების სერიფის ფორმების შესწავლაზე გავამახვილე ყურადღება. ხელით მუშაობას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ პროცესში, რადგან ის ხშირად იწვევს ფორმებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას, რომლებიც შეიძლება წინასწარ არ წარმოგედგინათ.“ 

 - ლუკა სარიშვილი

 

 

 

ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲢᲐᲪᲘᲐ

 

 

 


 

 

ფონტი მოიცავს ქართულ და ლათინურ ანბანს. მთავრულ და მხედრულ ასოებს. პუნქტუაციის ნიშნებს. ციფრებს. მათემატიკურ სიმბოლოებს. დიაკრიციკებსა და ძველ ქართულ სიმბოლოებს.


 

 

 

 

ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

 

 

„ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხელი გონებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს - ფლობს საკუთარ მეხსიერებას და უნარს, ინსტინქტურად მიგიყვანოთ ფორმებისკენ წინასწარი დაგეგმვის გარეშე. სწორედ ამ პროცესის მეშვეობით აღმოვაჩინე ფორმები, რომლებმაც მოგვიანებით შთამაგონა, რომ ისინი სრულყოფილ შრიფტად გამევითარებინა.

 

 

 

 

დიზაინის ვიზუალთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები ესკიზების ეტაპზე მივიღე. გადავწყვიტე შემექმნა მაღალი შრიფტი, სადაც სწორი ფორმები ხაზს უსვამს მის სიმაღლეს და ვერტიკალურ ხასიათს, ხოლო მომრგვალებული ელემენტები არბილებენ ამ ფორმებს, რაც საერთო იერსახეს უფრო დაბალანსებულს და ვიზუალურად სასიამოვნოდ აქცევს. გამოკვეთილი სერიფები და ფორმების დინამიური ურთიერთქმედება ექსპრესიულობას მატებს და შრიფტს ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.

 

 


 

 

ბუნებრივია, ესკიზების ციფრულ ფორმატში გადატანას გარკვეული კორექტირება და დახვეწა სჭირდებოდა. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროპორციების, ფორმების და მათი ურთიერთმიმართების სიზუსტეს.“  - ლუკა სარიშვილი

 

 

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

 

 

„მეტროპოლისი“ შექმნილია როგორც აქცენტური სასათაურე შრიფტი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ციფრულ, ასევე ბეჭდურ მედიაში, მათ შორის ვებდიზაინში, სოციალურ მედიაში, პოსტერებში, წიგნების ყდებსა და სხვა სარედაქციო აპლიკაციებში, სადაც ტიპოგრაფია მნიშვნელოვან ვიზუალურ და ექსპრესიულ როლს ასრულებს.

 

 

 

 

 

ᲡᲐᲞᲠᲔᲖᲔᲜᲢᲐᲪᲘᲝ ᲕᲘᲖᲣᲐᲚᲔᲑᲘ ᲨᲔᲘᲛᲣᲨᲐᲕᲔᲡ:

 

Luka Sarishvili,  Nino Khutsiberidze. 

 


 

 

 

 

ᲚᲘᲪᲔᲜᲖᲘᲐ ᲓᲐ ᲩᲐᲛᲝᲢᲕᲘᲠᲗᲕᲐ

 

ᲚᲘᲪᲔᲜᲖᲘᲐ: შრიფტი უფასოა როგორც პირადი, ასევე კომერციული სახით გამოსაყენებლად.

 

ᲩᲐᲛᲝᲢᲕᲘᲠᲗᲔᲗ ᲨᲠᲘᲤᲢᲘ:  ლინკი

 

 

 

 

ტიპოგრაფია დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ ქართული ფონტის დიზაინი სულ უფრო მეტად იხვეწება, დიზაინერები კი სულ უფრო გამართულ ქართულ ფონტებს აწარმოებენ. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქართული დიზაინის სფეროს განვითარებისთვის, Typeface.ge კი ცდილობს მომხმარებელს იურიდიულად და ტექნიკურად გამართული ფონტები შესთავაზოს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფონტის დიზაინერებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და ასევე ზრუნავენ თავიანთი ფონტების ხარისხის ამაღლებაზე.

-Typeface.ge-ს გუნდი.

 

 

 

სტატიის ავტორი: 

 

 

   მარიამ ჩაჩანიძე

 

 

 Facebook     Instagram 

 

 

 

1 თვის წინ

ფონტის ატვირთვის კრიტერიუმები: ახალი სტანდარტი ქართული ტიპოგრაფიისთვის

ქართული ტიპოგრაფიის განვითარებისთვის Typeface.ge-მ შეიმუშავა ფონტების ტექნიკური და იურიდიული გამართულობის კრიტერიუმები. გაიგეთ, როგორ შეიქმნა ახალი სტანდარტი, რას მოიცავს ის და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება.

3 თვის წინ

Xarafontinator - „ხარახურას“ ექსპერიმენტული ტიპოგრაფია

Xaraxura Press-ის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ტიპოგრაფიის ხელსაწყო

3 თვის წინ

QWERTY ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲚᲐᲕᲘᲐᲢᲣᲠᲔᲑᲘ

რატომ იყენებს ქართული კლავიატურა QWERTY განლაგებას, როგორ გაჩნდა ეს სტანდარტი და კიდევ რომელი ქართული კლავიატურების გამოყენება შეგვიძლია.

4 თვის წინ

MS Sabetchdi - ახალი ქართული ფონტი ხელით საბეჭდი მანქანის ესთეტიკით

როგორ შეიქმნა 2026 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფონტი და როგორ აღადგენენ სხვადასხვა ავტორები გასული საუკუნეების შრიფტებს ფონტებად.

5 თვის წინ

Დ,Ლ,Რ - ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲤᲝᲜᲢᲨᲘ

როდის გაჩნდა ქართულ შრიფტში ალტერნატიული ფორმის ასოები და რა ფუნქცია აქვთ დღეს. 

6 თვის წინ

პირველი ქართული შრიფტი

გაიცანით პირველი ქართული შრიფტი და წიგნი, რომელიც ამ შრიფტით დაიბეჭდა. 

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode